ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურის შედეგები დათვალა. როგორც მოსალოდნელი, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა. ოლქების მიხედვით შედეგები დედაქალაქში შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • საბურთალო: დავით სერგეენკო — 89,92%; ალეკო ელისაშვილი 10,08%;
  • გლდანი: ლევან კობიაშილი — 89,36; ნიკა მელია — 10,64;
  • ვაკე: ნოდარ ტურძელაძე — 93,72; ელენე ხოშტარია — 6,28;
  • მთაწმინდა: ბექა ოდიშარია — 91,57%; შალვა შავგულიძე 8,43:
  • დიდუბე-ჩუღურეთი: გია ვოლსკი — 89,95%; ზურა ჯაფარიძე — 10,05%;
  • ნაძალადევი: მიხეილ ყაველაშვილი — 91,4%; შალვა ნათელაშვილი — 8,6%;
  • ისანი: კახა კახიშვილი — 92,15%; ხატია დეკანოიძე — 7,85;
  • სამგორი: სოზარ სუბარი — 88,68%; ლევან ხაბეიშვილი — 11,32.

რაც შეეხება რეგიონებს, შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ზუგდიდის: ირაკლი ჩიქოვანი — 93,88%; მალხაზ ჯალაღონია — 6,12%;
  • ბათუმი: რესან კონცელიძე —87,81%; ლევან ვარშალომიძე — 12,19%;
  • ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო: ანზორ ბოლქვაძე — 88,09%; მიშა ბოლქვაძე — 11,81;
  • ქუთაისი: ზაზა ლომინაძე — 91,92%; გრიგოლ ვაშაძე — 8,08;
  • ტყიბული, თერჯოლა, ზესტაფონი და ბაღდათი: ბეჟან წაქაძე — 91,94%; კახა გეწაძე — 8,06%;
  • ხაშური, ქარელი, გორი: ზაალ დუგლაძე — 91,72%; ნატო ჩხეიძე — 8,28;
  • მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი: შალვა კერესელიძე — 92,53%; ცეზარ ჩოჩელი — 7,47 (ეს ერთადერთი ოლქია, სადაც ჯერჯერობით ხმების 99% არის დათვლილი);
  • რუსთავი, გარდაბანი: ნინო ლაცაბიძე — 89,79%; დავით კირკიტაძე — 10,21%;
  • თელავი, ახმეტა, ყვარელი, ლაგოდეხი: ირაკლი ქადაგიშვილი — 88,83; გიორგი ბოტკოველი — 11,17.

დასრულდა, ასევე, ქუთაისში მერის არჩევნები. აქ 92,02%-ით იოსებ ხახალეიშვილმა გაიმარჯვა, გრიგოლ შუშანიამ კი 7,98% აიღო.