ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია ამომრჩევლის ფარულად მობილიზებას ახდენდა და ამის დამსახურებაა ის, რომ მიუხედავად გაცხადებული უარისა არჩევნებში მონაწილეობაზე, მათ 50 000 ხმა მიიღეს.

"ისინი აქტიურობდნენ. ამის დამსახურებაა ის, რომ ოპოზიციურმა კანდიდატებმა აიღეს 50 000 ხმა მიუხედავად იმისა, რომ მათ საჯაროდ ჰქონდათ გამოცხადებული არჩევნებში არმონაწილეობის თაობაზე. ამ ფონზე მათ აიღეს 50 000 ხმა. ისინი აქტიურობდნენ და მუშაობდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად მათ გაუჭირდათ 50 000-ზე მეტი ხმის მიღება", — განაცხადა კობახიძემ.

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურებში მათი პარტიის 17-ვე კანდიდატი იმარჯვებს.