ადვოკატი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრასა და მძევლების აყვანას პერფორმანსს უწოდებს
წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში შეჭრას და მძევლების აყვანას ბრალდებულის ადვოკატი "პერფორმანსს" უწოდებს. მისი მტკიცებით, ეს იყო პროტესტის ფორმა. ამის შესახებ გიორგი ჭოჭუამ ტელეკომპანია ფორმულასთან ისაუბრა.
"ეს იყო მისთვის პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმა, პრაქტიკულად, როგორც პერფომანსი, ისე გაითამაშა მან ეს აზარტული თამაშების, საბანკო პროცენტების და გაძვირებული მედიკამენტების წინააღდმეგ. შეიარაღებული საერთოდ არ იყო, ეს იყო ხელყუმბარის ტიპის სანთებელა, რომელიც ნებისმიერ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ, ასევე, პისტოლეტი, რომელსაც "სტარტოვკას" ეძახიან, ხმოვანი პისტოლეტი მხოლოდ. ეს არ იყო ცეცხლსასროლი იარაღი არანაირად, შეიარაღებული არ ყოფილა, არავისზე ძალადობა არ მოუხდენია", — განაცხადა გიორგი ჭოჭუამ.
ბრალდებულის კიდევ ერთი ადვოკატი, ირმა ჭკადუა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე იარაღზე ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან.
"ეს იყო სათამაშო სანთებელა, რომელსაც ხელყუმბარის ფორმა აქვს და მეტი დამაჯერებლობისთვის შეღება შავ ფერად. როგორც შეეძლო, ამ ქვეყნის მოქალაქემ, ამ ფორმით გააპროტესტა ის უსამართლობა, რაც ამ ქვეყანაში ხდება", — ამბობს ის ფორმულასთან.
20 ნოემბერს წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში ერთი პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შსს-ში აცხადებენ, რომ მას 17 ადამიანი ჰყავდა მძევლად.
რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ ყველა მძევალი გათავისუფლდა, ხოლო თავდამსხმელი დააკავეს.
შენობიდან კადრები ინტერნეტში მალევე გავრცელდა. სავარაუდო თავდამსხმელი მძევლებს ეუბნება, რომ პირდაპირი ეთერი ჩართონ, რათა მედიებმა კადრები ნახონ და გააშუქონ. ის მოითხოვდა, რომ პარლამენტის დეპუტატები და ამ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსები შეკრებილიყვნენ და 3 კანონი მიეღოთ: აზარტული თამაშების აკრძალვა, სესხის პროცენტად მაქსიმუმ 7%-ის განსაზღვრა და წამლების ფასის შემცირება. გავრცელებულ კადრებში ის არ ასახელებს, რა შემთხვევაში გაათავისუფლებდა მძევლებს და არც მომლაპარაკებელს ითხოვდა.
გამოძიება ორზე მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
კომენტარები