დღეიდან ამერიკას ახალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეყოლება. ინაუგურაციის ცერემონია თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და რამდენიმე საათს გაგრძელდება.

ინაუგურაციასთან დაკავშირებული ოფიციალური ღონისძიებები ჯერ კიდევ 19 იანვარს დაიწყო. ტრადიციისამებრ, ტრამპმა, როგორც მომავალმა პრეზიდენტმა, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე პატივი მიაგო ქვეყნისთვის დაღუპულ ჯარისკაცებს, შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი და ვახშამი.

რაც შეეხება უშუალოდ ინაუგურაციის ცერემონიას, ღონისძიებას დაესწრება დონალდ ტრამპის კონკურენტი ჰილარი კლინტონი ქმართან, ბილ კლინტონთან ერთად. ინაუგურაციაზე ამერიკის ჰიმნს შეასრულებს America's got talent-ის (ამერიკული ნიჭიერი) 16 წლის ვარსკვლავი ჯეკი ევანჩო, მაშინ როდესაც ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე ჰიმნი ამერიკის პოპ დივამ, ბიონსემ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპის ინაუგურაციაზე თითქმის ყველა გავლენიანმა და პოპულარულმა მომღერალმა უარი თქვა.

მოდით გავიხსენოთ და შევადაროთ, ვინ უმღეროდა ობამას ინაუგურაციაზე და ვინ უმღერებს დღეს დონალდ ტრამპს.

ობამა - ბიონსე

ფოტო: Afp / AFP / Getty Images

ტრამპი - ტობი კიტი

ფოტო: Rick Diamond / Getty Images

ობამა - U2

ფოტო: Jewel Samad / AFP / Getty Images

ტრამპი - ლი გრინვუდი

ფოტო: Rick Diamond / Getty Images

ობამა - ჯეიმს ტეილორი და ჯონ ლეჯენდი

ფოტო: Mark Ralston / AFP / Getty Images

ტრამპი - The Frontmen of Country

ფოტო: ticketmaster

ობამა - შაკირა, სტივ უანდერი და აშერი

ფოტო: Jewel Samad / AFP / Getty Images

ტრამპი - The Piano Guys

ფოტო: youtube

ობამა - ჯონ ბონ ჯოვი და ბეტი ლავიტი

ფოტო: Mark Ralston / AFP / Getty Images

ტრამპი - ქრისეტ მაიკლი

ფოტო: Jamie Mccarthy / Getty Images

როგორც ცნობილია ტრამპს ინაუგურაციაზე მონაწილეობაში უარი უთხრეს - სელინ დიონმა, ანდრეა ბოჩელიმ, ელტონ ჯონიმ და სხვებმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპის წინააღმდეგ აქტიურად იბრძვიან მომღერლები ლედი გაგა და მადონა.