დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დღეს, 21 ნოემბერს კორონავირუსით ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის სოფელ გოდოგნის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი შიო (სინატაშვილი) გარდაიცვალა.

ამასთან, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ვირუსის შედეგად ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის 21 ნოემბერს 3 824 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 33 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 100 684-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 81 783-მდე, გარდაცვალების — 927-მდე.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: