დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსის 21 ნოემბერს გამოვლენილი 3 824 შემთხვევიდან, უმრავლესობა, 1 247 თბილისშია. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, რეგიონებში გადანაწილება ასეთია:

  • თბილისი —1 247 შემთხვევა;
  • აჭარაში — 742;
  • იმერეთი — 609;
  • ქვემო ქართლი — 214;
  • შიდა ქართლი — 197;
  • გურია — 157;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი — 319;
  • კახეთი — 150, მცხეთა-მთიანეთში — 96;
  • სამცხე-ჯავახეთში — 63;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთი — 30.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 948. მათ შორის 5 976 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის: თბილისის საავადმყოფოებში — 2 709; აჭარაში — 959; იმერეთში — 1 202.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 849 პირი, მათ შორის: თბილისში — 387; აჭარაში — 149; იმერეთში — 194.

მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 პირი, მათგან თბილისში — 160, აჭარაში — 47, იმერეთში — 37.

3 445 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 132 — თბილისში, 1 672 — აჭარაში, 332 — იმერეთში. 8 527 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 100 684-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 81 783-მდე, გარდაცვალების 927-ს.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: