დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 100 000-ს გადააჭარბა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 100 684-ს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 3 851 პირი და გარდაიცვალა 33 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით საქართველოში შემოვიდა ირანიდან.

უკვე ერთი წელია მსოფლიომ Covid-19-თან ერთად დაიწყო ცხოვრება — ზუსტად 1 წლის წინ უხანში, ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: