დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 851 პირი.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 17 948. მათ შორის 5 976 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის:

  • თბილისის საავადმყოფოებში — 2 709;
  • აჭარაში — 959;
  • იმერეთში — 1 202.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 849 პირი, მათ შორის:

  • თბილისში — 387;
  • აჭარაში — 149;
  • იმერეთში — 194.

მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 308 პირი, მათგან თბილისში — 160, აჭარაში — 47, იმერეთში — 37. 3 445 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 132 — თბილისში, 1 672 — აჭარაში, 332 — იმერეთში. 8 527 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 100 684-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 81 783-მდე, გარდაცვალების 927-ს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 128 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 461, აჭარაში — 1 022, ხოლო იმერეთში — 26.

სულ 6 ოქტომბრიდან — 20 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია — 16 802 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 56 344 ადამიანი, მათ შორის თბილისში — 15 307 პირი, აჭარაში — 19 161, იმერეთში — 5 226.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: