თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდისგან გათავისუფლებას სთავაზობს.

ამის შესახებ მერია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ სურვილის შემთხვევაში, ავტომობილების მესაკუთრეებმა განცხადებით ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს უნდა მიმართონ და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ქსეროასლები წარადგინონ.

დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამსახური მონაცემებს სი-ტი პარკს გადასცემს. ამის შემდეგ, ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურის გადახდა აღარ მოუწევთ.

თბილისის საკრებულოს დადგენილებით მიღებული პარკირების ახალი წესი პირველი იანვრიდან შევიდა ძალაში.