შავი პარასკევი მთელ მსოფლიოში ნამდვილი დღესასწაულია შოპინგის ნებისმიერი მოყვარულისათვის. ამ დღეს სავსებით შესაძლებელია, კარგ ფასდაკლებაში მოყოლილ საოცნებო ნივთს წავაწყდეთ, თუმცა ფრთხილად უნდა ვიყოთ და გავითვალისწინოთ ისიც, რომ ფასდაკლებებმა თავბრუ არ უნდა დაგვახვიოს, რათა ისეთი რაღაცები არ ვიყიდოთ, რაც რეალურად არ გვჭირდება.

გახსოვდეთ, შავი პარასკევი ბიუჯეტის დასაზოგადაა შექმნილი და არა პირიქით — ზედმეტი ხარჯების გასაწევად. ამიტომაც გიზიარებთ რჩევებს:

დაგეგმეთ წინასწარ

გამოყავით სამი ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი, რომლის შესახებაც ფიქრობთ, რომ დიდი ფასდაკლება მთელი წლის განმავლობაში აღარ შეეხება და რაც მთავარია, რომელიც ნამდვილად გსურთ და გჭირდებათ. ასეთი ნივთები შესაძლოა იყოს ავეჯი, სახლის აქსესუარები, დიდი ხნის სასურველი ჩექმა, ან თუნდაც ტექნიკა: მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, საოჯახო ტექნიკა და სხვა.

გამოყავით ბიუჯეტი

აუცილებლად შეათანხმეთ ბიუჯეტი თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთან — საკუთარ თავთან. დაპირდით მას, რომ რაც უნდა მიმზიდველი ფასები დაგხვდეთ სავაჭრო ცენტრში მისულს, კონკრეტული რაოდენობის თანხას მაინც არ გადააბიჯებთ.

ჩაატარეთ კვლევა

საქართველოში, როგორც წესი, უამრავი პროდუქტი საზღვარგარეთიდან შემოდის. შესაბამისად, მათი რეალური ფასების გადამოწმება ძალიან მარტივად შეიძლება. მით უმეტეს, რომ საერთაშორისო ბრენდები შავ პარასკევამდე რამდენიმე დღით ადრე აანონსებენ ფასდაკლებებს. ამგვარად, თქვენ გექნებათ პატარა კვლევის ჩატარებისა და შედარების გაკეთების შესაძლებლობა, რის შემდეგაც გადაწყვეტთ, გამოწერით უფრო იაფი ხომ არ დაგიჯდებათ პროდუქტის შეძენა, ვიდრე ადგილზე ყიდვის შემთხვევაში?

დაიცავით უსაფრთხოება

2020 წელი ხომ განსხვავებული, მოულოდნელი ცვლილებების მომტანი აღმოჩნდა, ამიტომ, მოემზადეთ იმისათვის, რომ შავ პარასკევს სავაჭრო ცენტრში მისულებს უამრავი ხალხი დაგხვდებათ, თქვენ კი ვალდებულები ხართ, გაუფრთხილდეთ საკუთარ თავსა და სხვების ჯანმრთელობას (არ დაივიწყოთ ნიღაბი, ხელის სანიტაიზერი და სველი, ერთჯერადი ხელსახოცები). გამოყავით კონკრეტული დრო სავაჭრო ცენტრში ვიზიტისათვის, არ დარჩეთ დიდხანს დახურულ სივრცეში და საყიდლების დასრულებისთანავე დატოვეთ ტერიტორია.

და თუკი შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე პროდუქტის შეძენის შედარებით უსაფრთხო ვარიანტს, ანუ ონლაინ-შოპინგს ამჯობინებთ, აქვე გეტყვით, რომ ტექნიკის მაღაზიათა ქსელი გრანდ ელექტრონიქსი შავ პარასკევსა და კიბერ-ორშაბათს განსაკუთრებულად აღნიშნავს, ამიტომაც, მათ ვებგვერდზე, რა თქმა უნდა, ზუსტად ის ფასდაკლებები დაგხვდებათ, რომელთა ნახვაც მათ მაღაზიებშია შესაძლებელი.

რაც ყველაზე მთავარია, გრანდ ელექტრონიქსმა შავი პარასკევის კვირეული უკვე დღეიდან დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 20-30%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია როგორც მაღაზიებში, ისე ვებგვერდითაც.