ძველი iPhone-ების მომხმარებლებმა შენიშნეს, რომ მათი ტელეფონები ძალიან შენელდა. სკანდალი ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, როცა გაირკვა, რომ ახალი iOS-ის ჩაწერით, ძველი iPhone-ის მომხმარებლებს სმარტფონები უნელდებოდათ.

Apple-მა ამის შესახებ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ძველი სმარფონების ბატარეების შენარჩუნების მიზნით იქნა მიღებული, თუმცა ამის შესახებ iPhone-ის მომხმარებლები გაფრთხილებული არ ყოფილან.

iPhone-ის მომხმარებლებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ამ ნაბიჯით Apple ადამიანებს iPhone-ის ახალი მოდელების ყიდვას "აიძულებდა". შექმნილი ვითარების გამო აშშ-ის 30 შტატში ტექნოლოგიური გიგანტის წინააღმდეგ სასამართლოებში არაერთი სარჩელი შევიდა.

გამოძიებამ დაასკვნა, რომ Apple-ს ცვლილების შესახებ მომხმარებლები არ გაუფრთხილებია და რომ ეს პრაქტიკა გაუმჭვირვალე იყო. "დიდმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა მომხმარებლების მანიპულაცია უნდა შეწყვიტონ და თავიანთი პრაქტიკის და პროდუქტების შესახებ სრული სიმართლე თქვან", — ამბობს არიზონას შტატის იუსტიციის მინისტრი მარ ბრონვიჩი.

კოლოსალური ჯარიმის მიუხედავად, Apple-ის მოგება თითქოს უსასრულად იზრდება. წინა თვეს ცნობილი გახდა, რომ ამ წლის მეოთხე კვარტალში, კომპანიამ 26,4 მილიარდი დოლარის iPhone-ები გაყიდა.