ნიგერიელმა ფოტოგრაფმა ობინა ობიომამ აღმოსავლეთ-აფრიკული პოლიეთილენის ჩანთა, რომელსაც ლილოს ბაზრობაზე, ან ბალენსიაგას, დოლჩე და გაბანას და ლუი ვიტონის კოლექციაში შეხვდებით, კიდევ ერთხელ აქცია მოდურად.

ლურჯის, თეთრისა და წითლის კომბინაციით შექმნილი ცნობილი ჩანთებით ფოტოგრაფმა მიგრანტების კრიზისის პრობლემის ასახვა სცადა. გასული საუკუნის 80-იან წლებში ასობით ათასმა განელმა მიგრანტმა გამოიყენა ეს ჩანთები ნიგერიაში ჩასვლისას, მას შემდეგ ჰქვიათ მათ Ghana Must Go [განა უნდა წავიდეს]. ფოტოგრაფმა, ნიგერიელ ვიზუალურ ხელოვანთან, ჩიომა ობიეგბუსთან და მოდის სტილისტთან, ვირაოლა ოლადაპოსთან კოლაბორაციით დასავლური და აფრიკული დიზაინი გააერთიანა და ნივთის რთული ისტორია გადმოსცა.

"ამ ჩანთებით ყოველდღიურ ნივთებთან ერთად, კულტურა, მემკვიდრეობა და მოგონებები გადაჰქონდათ", — ამბობს ობიომა.

ფოტო: Obinna Obioma

ფოტო: Obinna Obioma

ფოტო: Obinna Obioma

ფოტო: Obinna Obioma

ფოტო: Obinna Obioma

ფოტო: Obinna Obioma

ფოტო: Obinna Obioma

ფოტო: Obinna Obioma

ფოტო: Obinna Obioma

ფოტო: Obinna Obioma