ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, საქარლამენტო არჩევნების მეორე ტურის დღეს, 21 ნოემბერს ოპოზიციის დაგეგმილ აქციას ეხმაურება.

წერეთლის თქმით, ოპოზიციის მთავარ მოთხოვნებად რჩება ხელახალი არჩევნები, ახალ საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტიკური პატიმრების განთავისაუფლება.

"სტრატეგია არის ძირითადი და ერთი, რაც ეხება სწორედ ახალი არჩევნების მოთხოვნას. საარჩევნო ადმინისტრაციასა და პოლიტპატიმრების საკითხი, ტაქტიკურად, რომელი აქცია რა ფორმით დაიგეგმება — ეს, ბუნებრვია, არის საერთო შეთანხმების საგანი. ყველანაირი პროტეტსი და აქცია იქნება კოსნტიტუციისა და თავისუფლების გამოხატვის ჩარჩოებში", — განაცხადა წერეთელმა.