ჩიტების მკვებავი მოწყობილობებისა და სახლების დამონტაჟება პოპულარული ჰობია, რადგან მცირე ინვესტიციით თქვენ სახლთან შეგიძლიათ ულამაზესი ფრინველები მოიჩვიოთ, მათ გამოკვებაზეც იზრუნოთ და სანახაობითაც დატკბეთ.

Birdy Buddy ახალი სტარტაპია, რომელიც Kickstarter-ის კამპანიიდან შეგროვებული ფულით ფინანსდება. კომპანიამ ჩიტებისთვის "ჭკვიანი სახლი" შექმნა, რომელიც მიკროფონით და კამერით არის აღჭურვილი.

ფრინველებისთვის განკუთვნილი "ჭკვიანი სახლი" ჩიტებს საკვებს სთავაზობს და მათ ფოტოებს უღებს. ასე ერთგვარი ბიბლიოთეკა იქმნება და ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კი, ამ ჩიტების სახეობების ამოცნობაა შესაძლებელი.

ფოტო: Bird Buddy

ფოტო: Bird Buddy

თუ კამერამ ფრინველს კარგი ფოტო ვერ გადაუღო, ის ფრინველის სახეობას ჩიტის ხმით ამოიცნობს. ამას გარდა, მკვებავის განთავსება, ფრინველების კონსერვაციას ეხმარება, რადგან ყოველი "სახლი" ჩიტის ადგილმდებარეობის ინფრომაციას ინახავს.

ამ დროისთვის ჩიტების "ჭკვიან სახლს" 1000-ზე მეტი ფრინველის სახეობის ამოცნობა შეუძლია, რაც საკმაოდ შთამბეჭდავია. მას სპეციალური აპლიკაციაც მოყვება, რომელიც ყოველი ჩიტის დაფიქსირების შემდეგ "მედალს" გაძლევთ. ამგვარად, აპლიკაცია Pokemon Go-ს თამაშს გავს, რომლითაც პოკემონებს აგროვებთ. განსხვავება ისაა, რომ "ჭკვიანი სახლის" აპლიკაციით, თქვენ რეალური ჩიტების კოლექცია გიგროვდებათ.

ფოტო: Bird Bud

Bird Buddy-ს ჩიტების სახლი ამ დროისთვის 219$ ღირს, რაც ჩიტების მკვებავისთვის იაფი არაა, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის ყველაზე "ჭკვიანი" ფრინველების მკვებავია რაც ბაზარზე მოიპოვება.