ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში სოკოები ამოვიდა. ფოტოებს ადგილობრივი ქეთი გოგიტიძე ფეისბუქზე აქვეყნებს.

როგორც მომხმარებელი On.ge-სთან ამბობს, სოკოები დღეს #4 ავტობუსში პირველად შენიშნა და ფოტოები გადაუღო. ის ხშირად მგზავრობს ავტობუსით.

ბათუმის ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელმა, ბადრი ფარტენაძემ განაცხადა, ავტობუსებს ყოველდღიურად უტარდება დეზინფექცია:

"ავტობუსი რომ მოდის, ირეცხება ვიზუალურად, ირეცხება შიგნით და შემდეგ კეთდება დეზინფექცია".

ბათუმის ავტოტრანსპორტის ადმინისტრაციის უფროსმა, მარადი სანიკიძემ გვითხრა, რომ ყოველი დღის ბოლოს, როდესაც ავტობუსი მარშრუტს ასრულებს, დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ტარდება გაწმენდის სამუშაოები. ის დასძენს, რომ ჰიგიენის ნორმები ავტობუსში დაცულია, დამონტაჟებულია სადეზინფექციო დისპენსერები და ტარდება თერმოსკრინინგი.