დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, როცა რესურსი არ გაგაჩნია და ამოწურვადია, სხვა რაღაც უნდა გააკეთო. მისი განცხადებით, კორონავირუსის ჯაჭვის გასაწყვეტად გამოსავალი "ჩაკეტვაა".

"ტერორში ჰყავს კორონას დღეს მთელი სამყარო. ერთადერთი გამოსავალი, რომ ეს ფსიქოლოგიური ტერორი ავიცილოთ ესაა — განწყობა ადამიანებს შევუქმნათ დადებითისკენ [...] არ ვიცი, დამეთანხმებიან თუ არა სხვები, როცა რესურსი არ გაგაჩნია და ამოწურვადია, უნდა გააკეთო სხვა რაღაცა, ეს არის ჯაჭვის წყვეტა, ჩაკეტვა", — განაცხადა რატიანმა რუსთავი 2-თან საუბრუისას.

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 697 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა — 2 409. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 93 092. გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვია 73 877.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: