ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა კლუბი ჩემმპიონთა ლიგაზე გავიდა. უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალზე მათ რუმინეთის ოლიმპია კლუჟი 1-0 დაამარცხეს. ამ შედეგით ისინი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდნენ.

"ისტორია დაიწერა. ლანჩხუთი — პირველი ქართული საფეხბურთო კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს", — აცხადებენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში.

გოგოები გამარჯვების შემდეგ ფეისბუქში ვიდეოს ავრცელებენ.

მატჩი სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ.