თავწითელი კომბოსტოსგან შექმნილი ედვარდ მუნკის კივილი? რენე მაგრიტის კოცნა, რომელიც ნაყინის ბურთებითაა გაკეთებული? არტისტი @dan_cretu ინსტაგრამს თავისებური ვიზუალური იუმორით ამრავალფეროვნებს:

რუმინეთში, ბუქარესტში, მცხოვრები არტისტი Dan Crețu თავდაპირველად გრაფიკული დიზაინერი იყო, 2015 წლიდან კი ის თანამედროვე პოპ-კულტურისა და კლასიკური ხელოვნების სარკასტული კოლაჟების სერიის წყალობით პოპულარული გახდა.

მართალია, მისი ზოგიერთი ნამუშევარი უფრო მეტად ესთეტიკურია, მაგრამ სხვები არსებულ ნორმებს უპირისპირდებიან, როგორიცაა, მაგალითად, "ომი კლავს" წარწერა სიგარეტის კოლოფზე; პრეისტორიული ვენერას ფიგურა, რომელიც ბოტიჩელის ვენერას დაბადების ცენტრშია მოქცეული; ან Nirvana-ს ალბომის გარეკანზე გამოსახული ბავშვი, რომელთან ერთადაც აუზში ნაგავი ყრია.

მინიმალისტური და გულმოდგინე კომპოზიციები და ცვლილებები კრეტუს ნამუშევრებს დახვეწილ და ზუსტს ვიზუალურ ეფექტებს სძენს.