ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ მოლაპარაკების საგანი არ შეიძლება იყოს ქართველ ხალხის არჩევანის გადახედვა.

კაპანაძის თქმით, ქართულმა ოცნებამ მოიპარა ქართველი ხალხის არჩევანი და სწორედ ამის გამოსასწორებელია ხელახალი არჩევნები. მისი თქმით, ამ მოთხოვნის არ დაკმაყოფილება გამოიწვევს ერთპარტიულ პარლამენტს, რაც არის რეცეპტი ღრმა პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის.

"ბატონ მდინარაძეს უთქვამს, რომ მოლაპარაკების საგანი არ შეიძლება იყოს ქართველი ხალხის არჩევანის გადახედვა, თუმცა, ეს არის პირიქით — ქართველი ხალხის არჩევანი რომ მოიპარეს, გადახედეს შედეგებს და დაიწერეს ის შედეგი, რომელიც არ იყო ქართველი ხალხის არჩევანი, სწორედ ამის გამოსასწორებელი არის ხელახალი არჩევნები. თუ ამ ნაბიჯს არ გადადგამენ და ხელახალ არჩევნებზე არ წამოვლენ, მაშინ მიიღებენ ერთპარტიულ პარლამენტს. ერთპარტიული პარლამენტი არის რეცეპტი კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკური კრიზისისთვის, კიდევ უფრო ღრმა ეკონომიკური კრიზისისთვის და საბოლოო ჯამში, ისევე ქართული ოცნებისთვის იქნება უარესი, თორემ, ჩვენ არ ვაპირებთ ამ მოთხოვნის უკან წაღებას და მასზე უარის თქმას. ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ ბრძოლა იმისთვის, რომ ქართველი ხალხის არჩევანი სწორად იყოს ასახული პარლამენტში", — განაცხადა კაპანაძემ.