ბათუმში პარტია ლელოს შტაბის წევრებს, ალექსანდრე მილორავასა და მიშა ქავთარაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შესახებ კადრები TV 25-მა გავრცელდა და აღნიშნული ინფორმაცია On.ge-ს პარტიაში დაუდასტურეს.

პარტიის ერთ-ერთი წევრის, საბა ბუაძის თქმით, თავდამსხმელები ქართული ოცნების უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ოჯახის წევრები იყვნენ.

"სახეზეა ქართული ოცნების მიერ ოპოზიციაზე ანგარიშსწორება. ამ ყველაფერს ხელს უმართავს და აძლევს თანხმობას ის რიტორიკა, რომელიც განსაკუთრებით არჩევნების მერე გვესმის. როგორც ჩანს, ოცნებას განზრახული აქვს, რომ ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდეს პოლიტიკურ ოპოზიციასთან, ვინაიდან მათ აღარ აქვთ არცერთი არგუმენტი არჩევნების ფალსიფიკაციის ფონზე", — უთხრა ბუაძემ ტელეკომპანია ფორმულას.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.