პირველი არხი ოპოზიციასა და ხელისუფლებას დებატების სივრცეს სთავაზობს. მათი განცხადებით, მზად არიან, რომ პარტიებს ნეიტრალური ეთერი დაუთმონ.

არხის განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ დებატები საერთაშორისო სტანდარტით იქნება უზრუნველყოფილი.

ქართული ოცნების მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას დებატებს კონკრეტულ ტელევიზიაში, რუსთავი 2-ში სთავაზობს, რადგან დებატების ინიციატივა სწორედ ამ ტელევიზიას ეკუთვნის.

17 ნოემბერს, რუსთავი 2-ის ეთერში მიწვეულ ოპოზიციის ლიდერებს, შესთავაზეს დებატები ხელისუფლებასთან, რაზეც ოპოზიციის პასუხი იყო, რომ დებატები უფრო მასშტაბური ფორმის იყოს და კითხვის დასმის საშუალება ყველა ტელევიზიის ჟურნალისტს მიეცეს. დებატების ამ ფორმას კი კობახიძემ შოუ უწოდა და ალტერნატივად ოპოზიციას დღეს "კლასიკური" დებატები შესთავაზა.