საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება ან იგეგმება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

  • მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);
  • პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);
  • რიგა (ICAO-ს კოდი EVRA);
  • დოჰა (ICAO-ს კოდი OTHH);
  • ვარშავა (ICAO-ს კოდი EPWA);
  • ათენი (ICAO-ს კოდი LGAV);
  • ამსტერდამი (ICAO-ს კოდი EHAM);
  • ვენა (ICAO-ს კოდი LOWW);
  • ბერლინი (ICAO-ს კოდი EDDB);
  • მილანი (ICAO-ს კოდი LIME).

სააგანტოს განცხადებით, შეზღუდვა, ასევე, არ ვრცელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGKO) და შემდეგ აეროპორტებს შორის დაგეგმილ რეგულარულ რეისებზე:

  • რიგა (ICAO-ს კოდი EVRA);
  • კატოვიცე (ICAO-ს კოდი EPKT);
  • ვილნიუსი (ICAO-ს კოდი EYVI);
  • დორტმუნდი (ICAO-ს კოდი EDLW).

კორონავირუსის პანდემიის გამო, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში საჰაერო მიმოსვლა სრულად 21 მარტიდან შეწყდა. რამდენიმე თვის განმავლობაში ფრენის უფლება მხოლოდ საქართველოს ავიახაზებს ჰქონდა, რომელიც სპეცრეისებს ასრულებდა.

ამ დროისათვის საქართველოდან რეგულარული ფრენები გერმანიასთან, საფრანგეთთან და ლატვიასთან სრულდება. სხვა ქვეყნებთან სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები, რომლებსაც ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოჰყავს.