რუსთავში საცხოვრებელი კორპუსიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვი გადმოვარდა. ბავშვი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა რუსთავში გადაიყვანა.

როგორც კლინიკაში On.ge-ს განუცხადეს, ბავშვი სასუნთქ აპარატზეა შეერთებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით.