რაიმე წუხილი ამასთან დაკავშირებით არის გადაჭარბებული — თურნავა ნამახვანი ჰესზე
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ნამახვანჰესის პროექტის მკაცრ მონიტორინგს ახორციელებს, ინვესტორები პროექტის ყოველ ეტაპს მთავრობას ცალ-ცალკე უთანხმებს, ამიტომ ნამახვანიჰესზე წუხილი გადაჭარბებულია.
"რამდენადაც ვიცი, ინვესტორი ძალიან აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან, მანამდეც მუშაობდა და სწორედ, ამის გამო ძალიან შეთანხმებულად ჩატარადა იქ მიწების გამოსყიდვა, კომპენსაციების დარიგება. მთელ რიგ სოციალურ პროექტს ახორციელებს ინვესტორი და ადგილობრივი მოსახლეობა არის საკმაოდ კარგად ჩართული ამ პროექტიდან გამომდინარე სხვადსხვა სოციალურ პროგრამაში. გარდა ამისა, ძალიან დიდი დასაქმებაა ამ პროექტში. პიკზე ეს პროექტი დაასაქმებს 2 000 ადამიანზე მეტს საქართველოში. დღესაც, მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში, ძალიან დიდი დოზით ადგილობრივი, ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა ჰყავთ დასაქმებული. მთლიანობაში, რასაკვირველია, არ არის კარგი, როცა მსგავსი ექსცესები ახლავს მსხვილ პროექტს, თუმცა, ისიც მინდა, ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ქართული ფენომენი. ბევრ ქვეყანაში, როდესაც არის დიდი პროექტი, აქვს გარკვეული გავლენა გარემოზე, გააჩნია რთული ინჟინერია, არის, ხოლმე, კითხვები. დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, კომპანიის აქტიურობით, ჩვენი მედიაციით ეს პროცესი თანდათან განიმუხტება და დალაგდება", — განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ მთავრობისთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცება, პროექტი არის ძალიან კარგად გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით და მთავრობისგან ნებართვაც გაცემულია.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
კომენტარები