ლანჩხუთში, მიხეილ გვარჯალაძის ქუჩაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, რომელიც ამ ეტაპზე უკვე ლიკვიდირებულია.

მომხდარის შედეგად დაშავდა ორი ადამიანი. როგორც უწყებაში აცხადებენ, ისინი კონტაქტურ მდგომარეობაში სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა. აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.