პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, ესტონეთთან მარცხის შემდეგ პრეზიდენტად აღარ უნდა რჩებოდეს.

"რას ამბობს ნეტავ ლევან კობიაშვილი? ესტონეთთან ფრე ბრწყინვალე შედეგია? რა სინდისით რჩება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად როგორ მაინტერესებს. სინდისი, ნამუსი, სირცხვილი, თავის მოჭრა - ამ სიტყვების შინაარსი იციან ნეტავ მაქეთ, ფეხბურთის ფედერაციაში?", — წერს ელისაშვილი.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბოლო პერიოდში 3 მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩი ჩაატარა. პირველი მარცხი ჩრდილოეთ მაკედონიასთან დაფიქსირდა, მეორე სომხეთთან, გუშინდელი მატჩი კი ესტონეთთან ფრედ დასრულდა.