ქართული ოცნების ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ვერ ხედავს იმის რესურს, რომ ოპოზიციას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე ესაუბრონ. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.

"მე ამ შესაძლებლობას ვერ ვხედავ, რომ ჩვენ ვისაუბროთ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე. მე ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, ფასილიტაციის მეშვეობით, კონკრეტულ შედეგს მივაღწიოთ", — აღნიშნა მან.

ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს და ხელახალ არჩევნებს ითხოვს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ეს საკითხი არ განიხილება. ფასილიტატორი ელჩების ჩართულობით მმართველმა გუნდმა და ოპოზიციამ მოლაპარაკებები დაიწყეს. ამ ეტაპზე 2 შეხვედრა ჩატარდა და ორივე მხარე აცხადებს, რომ პოზიციები უცვლელია.