ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, პომპეოს წარმომადგენლის საქართველოში დარჩენა და ოპოზიციასთან შეხვედრა ნიშნავს, რომ სტრატეგიულ მოკავშირეს ესმის, რამდენად ღრმა პოლიტიკური კრიზისია ქვეყანაში.

"ის, რომ ელჩი რიკერი დარჩა საქართველოში და არ გაყვა სახელმწიფო მდივანს ისრაელში იმის ინდიკაციაა, რომ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს ისევე, როგორც ევროპის კავშირის შესანიშნავად ესმის, რაოდენედ ღრმა არის პოლიტიკური კრიზისი და როგორ გვჭირდება, სტრატეგიული მოკავაშირეების დახმარება რომ გამოსავალი მოვძებნოთ", — განაცხადა მან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა დარღვევები იყო არჩევნებზე. მისივე თქმით, პასუხად გზავნილი იყო ის, რომ საჭიროა კომპომისის მონახვა.

"გზავნილი არის ის, რომ გამომდინარე იქიდან რაოდენ რთული არის ეკონომიკური მდგომარეობა, რაოდენ რთული არის სოციალური მდგომარეობა, რაოდენ რთული არის მდომარეობა რეგიონში და რაოდენ რთულია, რომ მთელი მსოფლიო გაყინულია და ებრძვის კორონავირუსს, საჭიროა საქართველოში კომპრომისის მონახვა", — განაცხადა მან.

ოპოზიციის ლიდერები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ევრაზიისა და ევროპის განყოფილების ხელმძღვანელს, ფილიპ რიკერს შეხვდნენ. როგორც დეპარტამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ის ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობოებთან შესახვედრად დატოვა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა. ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს და ბოიკოტის რეჟიმშია — ისინი პარლამენტში არ შედიან. გუშინ საქართველოს ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვია, მან ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო სექტორთან და პატრიარქთან შეხვედრები გამართა. პარალელურად მიმდინარეობდა ოპოზიციის მდუმარე აქციაც.

გაიგეთ მეტი შეხვედრაზე: