ალდაგის ბინის დაზღვევა სამკომპონენტიანია და რემონტის, კარკასის და შიგთავსის დაზღვევას მოიცავს. ეს არის უნიკალური პირობა, რომელსაც სადაზღვევო კომპანიებიდან მხოლოდ ალდაგი სთავაზობს საკუთარ მომხმარებლებს.

ალდაგში ბინის დაზღვევის შემთხვევაში, მომხმარებელს ზიანი სრულად აუნაზღაურდება. კერძოდ:

  1. რემონტი — დაზიანების შემთხვევაში, ალდაგის ანაზღაურებული თანხით შეძლებთ სახლი იმავე მდგომარეობაში დააბრუნოთ, რომელიც მანამდე გქონდათ, მათ შორის, იატაკი, ჭერი, შპალერი და ა.შ.
  2. კარკასი — თუკი თქვენი ბინა ისე დაზიანდა, რომ, პირობითად, შპალერის გარდა, თავად კედელია გასაახლებელი, ალდაგი ამ თანხასაც აგინაზღაურებთ;
  3. შიგთავსი — თუ ბინაში არსებული ტექნიკა ან ავეჯი დაგიზიანდათ, ალდაგის დაზღვევა ამ თანხასაც აგინაზღაურებთ.

ალდაგის ქონების დაზღვევა რისკების თითქმის სრულ ჩამონათვალს მოიცავს, რაც ნიშნავს, რომ რაც არ უნდა მოხდეს თქვენს ბინაში — წყლის ჩამოსვლა, ხანძარი, ქურდობა თუ სტიქიისგან დაზიანება — ყველაფერი ანაზღაურებას ექვემდებარება.

ალდაგის ბინის დაზღვევა მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობასაც მოიცავს, რაც გულისხმობს, რომ თუ თქვენი მიზეზით მეზობლის სახლი დაზიანდა, მისი სახლის აღდგენის ხარჯებსაც ალდაგი აიღებს საკუთარ თავზე.

ქონების დაზღვევისას ყველა მსურველზე ინდივიდუალურად ანგარიშდება თვიური პრემია სასურველი პირობების გათვალისწინებით. პოლისის შესაძენად, გადადით ბმულზე, დაგვიტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია და მიიღეთ დაზღვევა სახლიდან გაუსვლელად.