არჩევნები, დარღვევები, რეფორმები და ბოიკოტი — პომპეოს ვიზიტის შემაჯამებელი ბრიფინგი
მაიკ პომპეოს ვიზიტთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტში შემაჯამებელი ბრიფინგი გაიმართა. აღნიშნულ ბრიფინგზე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე, ოპოზიციის ბოიკოტზე, სამხედრო ბაზის წარმომადგენლობაზე და მთიან ყარაბაღზე ისაუბრეს.
არჩევნების კონტექსტში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგნელებმა დაფიქსირებულ დარღვევებზე გაამახვილეს ყურადღება. მათივე თქმით, წინა წლების მსგავსად ამ არჩევნებზეც გამოიკვეთა ხმების მოსყიდვა, ამომრჩევლის დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება.
მათი განცხადებით, ეუთომ, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები კონკურენტულად შეაფასა, აღნიშნა, რომ მაინც დაფიქსირდა რიგი შეცდომებისა, რაც საელჩოს განცხადებაშიც იყო ნათქვამი.
"ბევრმა შეაფასა, ისევე როგორც ეუთომ, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები, გარკვეულწილად უკეთესი — ნაკლები სიძულვილის ენა, ნაკლები აგრესიული ტაქტიკა არჩევნებამდე, მაგრამ იმათაც დააფიქსირეს დარღვევები, როგორიცაა ხმების მოსყიდვა და ამომრჩევლის დაშინება, რაც სამწუხაროდ აწუხებს საქართველოს არჩევნებს 30 წლის განმავლობაში. ჩვენმა გუნდმაც ეს ნახა", — ნათქვამია ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ოფიციალურმა პირებმა ისაუბრეს საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არარსებობის გამო არჩევნების შედეგად შექმნილი პრობლემების მოგვარების სირთულეზე.
"რომ არსებობდეს მართლაც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ის საარჩევნო პრეტენზიები, რომლებიც გამოიკვეთა, შეიძლება გადაწყვეტილიყო სასამართლოში და ხალხს ნდობა ექნებოდა შედეგის მიმართ. ამჟამად, ახლა ეს საჩივრები გადის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და შემდეგ შეიძლება მათი სასამართლომდე მიყვანა. მაგრამ იმის გამო, რომ ოპოზიციონერთა ნაწილი არ ენდობა სასამართლო გადაწყვეტილებას, არც ცესკოს და არც სასამართლოს, ისინი ჩიხში არიან", — განაცხადეს მათ.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, თავდაპირველად შედეგები და გამოთვლები ერთმანეთისგან შორს არ იყო, რის გამოც "ცხადი არ ყოფილა რომ ეს იყო, ერთგვარად, ფატალურად ნაკლოვანებებით სავსე არჩევნები":
"კიდევ ერთხელ, ჩვენ ყველას მოვუწოდებდით, ბრალდებების განსახილველად გამოიყენეთ ის იურიდიული მექანიზმები, რომელიც წლების განმავლობაში აშენეთ. ხელახალი გადათვლის პროცესი და მსგავსი საკითხები, ასე ვთქვათ, ისე გამჭვირვალედ არ გამართულა, როგორც ეს უნდა ყოფილიყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, რამაც ეჭვი გაამძაფრა შედეგების მიმართ".
ამასთანავე, ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით ქართველმა ხალხმა რუსეთთან კავშირს უარი უთხრა.
რაც შეეხება ოპოზიციის გადაწყვეტილებას, არ შევიდნენ პარლამენტში, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მორიგი ბოიკოტი შეადარა "უკვე ნანახ ფილმს" და მოუწოდა ოპოზიციას, პარლამენტში შევიდნენ:
"ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ მნიშვნელოვანი საარჩევნო ცვლილებები, რომ შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი და არც ისინი, არც ჩვენ აღარ ვნახავთ განმეორებით, იმავე ტიპის დარღვევებს. ეს არის ის, რასაც ამერიკელი და ევროკავშირის ელჩები უჭერენ მხარს: მივიყვანოთ ისინი მაგიდასთან, არა იმტომ, რომ ჩვენ ვიპოვოთ გამოსავალი, არამედ მათ იპოვონ ეს გამოსავალი, იმუშავონ ერთად და ისწავლონ ერთად მუშაობა, რადგან მათ პარლამენტში ერთად ყოფნა მოუწევთ — შეიქმნას საკანონმდებლო დღის წესრიგი, რაც მოიცავს მნიშვნელოვან საარჩევნო ცვლილებებს, მნიშვნელივან რეფორმას ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციაში. შემდეგ კი თუ ასე იქნება, ახალი არჩევნების შემთხვევაში, გექნებათ უფრო სანდო შედეგები, რომელსაც ყველა ენდობა და მსგავსი კითხვები აღარ წამოიჭრება".
გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს ჰკითხეს, რატომ არ შეხვდა სახელმწიფო მდივანი ოპოზიციას, რაზეც მათ აღნიშნეს, რომ შეხვედრები ამერიკის საელჩოსა და ელჩის, კელი დეგნანის მეშვეობით აქვთ. ამასთან, აქვე ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მისი წარმომადგენელი შეხვდებოდა.
პრესკონფერენციაზე ოფიციალურ წარმომადგენლებს ჰკითხეს ქართველი ექსპერტების ღია წერილზეც, რომელიც სახელმწიფო მდივნის ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე გამოქვეყნდა. ექსპერტებმა მაიკ პომპეოს საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზის განთავსებისკენ მოუწოდეს.
როგორც აღმოჩნდა, მათ წერილის შესახებ ამ დრომდე არ იცოდნენ და როგორც თქვეს, საკითხს შეისწავლიან. რაც შეეხება სამხედროების მუდმივ წარმომადგენლობას, მათ კითხვას პირდაპირი პასუხი არ გასცეს და ხაზი გაუსვეს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ ქვეყნის შიგნით და ისაუბრეს საქართველოს როლზე საერთაშორისო მისიებში:
"ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს, როგორც ძლიერ პარტნიორს და ისევ, მე ის [წერილი] არ მინახავს, ამიტომაც არ შემიძლია ვისაუბრო დეტალებზე, რომელსაც ისინი განიხილავენ".
კიდევ ერთი საკითხი მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმებას ეხებოდა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა არ უპასუხეს კითხვას, ხედავს თუ არა აშშ რაიმე საფრთხეს რუსი სამშვიდობოების განლაგებით. თუმცა მათ აღნიშნეს, რომ შეთანხმების დეტალებზე ხელი არ მიუწვდებათ და ამაზე მუშაობენ.
რაც შეეხება რუსი სამშვიდობოების მხრიდან საქართველოს მიმართ საფრთხეს, ოფიციალურმა წარმომადგენელმა კითხვას უპასუხა:
"როგორც იცით, რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და ქართველებს ეს არ მოსწონთ და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ სურვილს დაიბრუნონ სრული სუვერენიტეტი".
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო მდივანმა ქვეყანაში 24 საათიც არ დაჰყო. ის თბილისში გუშინ გვიან ღამით ჩამოფრინდა. პომპეოს დღეს დილიდან შეხვედრები ჰქონდა პრემიერმინისტრთან, პრეზიდენტთან, პატრიარქთან და მესამე სექტორთან, ამის შემდეგ კი მან ქვეყანა დატოვა და ისრაელში წავიდა.
პომპეოს შეხვედრების პარალელურად ოპოზიციამ ქვეყნის მთავარ გამზირზე მდუმარე აქცია გამართა, რისი მთავარი გზავნილიც მმართველი გუნდის მიერ არჩევნების გაყალბება და ამით გამოწვეული პროტესტი იყო.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები