ამერიკის სახელწიფო მდივანი, მაიკ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა, მათ შორის, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს წარმომადგენლებს. მათი განცხადებით, სახელმწიფო მდივანთან შეხვედრისას, სასამართლო თემებთან ერთად ინვესტიციებსა და ბიზნესინტერესებზე ისაუბრეს. როგორც ფონიდს წარმომადგენელმა, სოფო ასათიანმა აღნიშნა, საუბრისას შეეხნენ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის თემასაც.

"შეხვედრას ესწრებოდა ამერიკული სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი პირი, რაც ზუსტად იმას მოწმობს, რომ ამერიკის ხელისუფლებას აინტერესებს, რა გავლენა აქვს კლანს ბიზნესინტერესებზე, საინვესტიციო გარემოზე საქართველოში. ვისაუბრეთ ყველა იმ მნიშვნელოვან საქმეზე, რაც საქართველოში ბოლო წლებში ძირითადია, ანაკლიის პორტიც იყო, მათ შორის. ჩვენი ერთ-ერთი მესიჯი ესეც იყო, რომ ამერიკული და საქართველოს ინტერესიც ამ ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაზე გადის", — აღნიშნა სოფო ასათიანმა.

მესამე სექტორის წარმომადგენლის თქმით, პომპეოსგან მიიღეს დაპირება, რომ ამერიკის ხელისუფლება სამოქალაქო საზოგადოების მხარდამჭერად რჩება.