დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ბათუმში კოვიდინფიცირებული 57 წლის ექთანი გარდაიცვალა. იგი ბათუმში, კლინიკა მედცენტრში მკურნალობდა.

აღნიშნული აჭარაში სამედიცინო პერსონალის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 443 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 89 395.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 37 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის:

  • თბილისში — 19;
  • აჭარაში — 9;
  • იმერეთში — 6;
  • შიდა ქართლში — 1;
  • ქვემო ქართლში — 1;
  • სამცხე-ჯავახეთში — 1.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ დაფიქსირდა 815 გარდაცვალების შემთხვევა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 539 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა — 71 468-მდე.

დღეს გამოვლენილი 3 443 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება:

  • თბილისში — 1 318 შემთხვევა;
  • აჭარა — 512;
  • იმერეთი — 562;
  • ქვემო ქართლი — 163;
  • შიდა ქართლი — 178;
  • გურია — 64;
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი — 368;
  • კახეთი — 85;
  • მცხეთა-მთიანეთი — 54;
  • სამცხე-ჯავახეთი — 106;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 33.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 086. მათგან 5 763 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში — 2 650, აჭარაში — 925, იმერეთში — 1 175.

მთავრობის ინფრორმაციით, სულ 836 მძიმე პაციენტია, რომელთაგანაც, თბილისშია — 411, აჭარაში — 140, იმერეთში — 177. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე — 371 პირი, მათ შორის, თბილისში — 163, აჭარაში — 115, იმერეთში — 30.

3 435 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 667 — აჭარაში, 1 151 — თბილისში, ხოლო 313 — იმერეთში. 7 888 კი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში იმყოფება 2 370 ადამიანი, მათ შორის, თბილისში — 442, აჭარაში — 1 256, ხოლო იმერეთში — 32. სულ 6 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია — 16 053 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 079 პირი, საიდანაც თბილისში — 14 881 პირი, აჭარაში — 16 724, იმერეთში — 5 387.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: