აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ თბილისი დატოვა. მისი თვითმფრინავი უკვე აფრინდა.

პომპეო თბილისში გუშინ, 17 ნოემბერს საღამოს ჩამოფრინდა და ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და პატრიარქ ილია მეორეს, ასევე, რასამთავრობო ორგანიზაციებს. ცნობილია, რომ NGO-ებთან საუბრის ძირითადი თემა სასამართლოს დამოუკიდებლობა იყო.

შეხვედრა არ გამართულა ოპოზიციასთან. რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები სახელმწიფო მდივანს მდუმარე აქციით დახვდნენ. როგორც ისინი აცხადებენ, ამ გზით სურთ პომპეოს გააგებინონ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა.