სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მდუმარე აქციაზე "ულამაზესი გაწნყობაა" და მას გადამდები ხასიათი ექნება. შეკრებილები მდუმარე პროტესტითა და პლაკატებით აწვდიან ხმას აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს.

"ულამაზესი განწყობაა, თქვენ თვითონ ხედავთ, ასეთი აქცია არ ყოფილა არასდროს საქართველოში და ამას მე ვფიქრობ, გადამდები ხასიათი იქნება ნამდვილად", — განაცხადა მან.

მისი თქმით, სურთ, რომ თავისუფალ არჩევნებს დაეფუძნოს თავისუფალი საქართველოს მომავალი.

"ამერიკა ჩვენი მეგობარია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ გვინდა დემოკრატია, თავისუფლება, ნორმალური განვითარება, ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი უსაფრთხოება და ამაში ამერიკის მხარდაჭერა და ამერიკის როლი არის გადამწყვეტი მნიშვნელობის", — განაცხადა მან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის პარალელურად რუსთაველზე მდუმარე აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ ამერიკისა და საქართველოს დროშები და პლაკატები წარწერით: "არჩევნები გაყალბდა", "ოლიგაქრმა არჩევნები მოიპარა".

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

ფოტო: ლანა კოკაია/On.ge

ფოტო: ლანა კოკაია / On.ge

ფოტო: ანა მსხალაძე / On.ge

ფოტო: ანა მსხალაძე / On.ge

მაიკ პოპმეო უკვე შეხვდა პრემიერს, პრეზიდენტსა და პატრიარქს. ამ წუთებში ის არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება და ვიზიტს დაასრულებს.

გაიგეთ მეტი პომპეოს ვიზიტზე: