მექსიკის სამხრეთში ტროპიკული შტორმი გამა და ქარიშხალი ეტა ერთმანეთს ორი ცივი ფრონტიდან გადაეკვეთნენ, რამაც უკიდურესად ძლიერი წვიმიანობა გამოიწვია. წვიმამ 300 000-ზე მეტი ადამიანი დააზიანა, ასობით მათგანი დაიკარგა და ათობით დაიღუპა. ტობასკოს რეგიონში ამ მასშტაბის წყალდიდობები 50 წელზე მეტია, არ ყოფილა.

მართალია, ქარიშხალმა გადაიარა, მაგრამ მისგან დატოვებული ზიანი და ტრაგედია კვლავ გრძელდება. მას შემდეგ მექსიკის საზღვაო ძალები (SEMAR) აქტიურად მონაწილეობენ სამაშველო მისიებში და დატბორილ ქუჩებში გულმოდგინედ ეძებენ გადარჩენილებს. ერთ-ერთი ასეთი იღბლიანი საბრალო ლაბრადორი აღმოჩნდა, რომელიც SEMAR-მა იპოვა და გადაარჩინა.

ფოტო: Secretaría de Marina

ახლა უკვე ვირუსულ ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ მოხდა ეს. შეშინებული ცუგა თავისი წინა თათებით ეყრდნობოდა ფანჯრის რაფას; წყალს მისი სხეულის ნახევარი ჰქონდა დაფარული და სიტუაცია საკმაოდ მძიმე იყო. მაშველებმა დასამშვიდებლად ცუგას თავზე ხელი მოუთათუნეს, შემდეგ კი ნავზე გადმოსვლაში დაეხმარნენ. ძაღლი ძალიან დაღლილი იყო და ამას მარტო ვერ ახერხებდა. აი, თავად იხილეთ ვიდეო:

გზად მაშველებმა ის უფრო დიდ ნავში გადაიყვანეს, სანამ ლაბრადორმა საბოლოოდ არ მიაღწია ხმელეთს. SEMAR-მა მას სამედიცინო დახმარება გაუწია და დაამშვიდა, რადგან ცუგა ძალიან შეშინებული და გამოფიტული იყო. მაშველები ძაღლის პატრონის პოვნას შეეცადნენ, თუმცა განცხადებას არავინ გამოპასუხებია, ამიტომ SEMAR-მა ის თავის დიდ სამხედრო-საზღვაო ოჯახში დაიტოვა.

ფოტო: Secretaría de Marina

ფოტო: Secretaría de Marina

SEMAR-ს ლაბრადორისთვის სახელი ჯერ არ შეურჩევია. ცუგას ჯანმრთელობის მდგომარეობისა და განწყობის გათვალისწინებით, ერთ-ერთმა წარმომადგენელმა თქვა, რომ სურთ, ის მაშველ ძაღლად გაწვრთნან.

"ძაღლს საამისოდ მშვენიერი პოტენციალი და უნარები აქვს", — თქვა მან. შესაძლოა, ის ერთ-ერთი საუკეთესო მაშველი ძაღლიც გახდეს, რადგან თვითონ უკვე აქვს იმის გამოცდილება, თუ როგორია, როცა გადაგარჩენენ.

ფოტო: BELLATRIX RAZO / Twitter