კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთანავე ექსპერტებმა შენიშნეს, რომ ნახშირბადის გლობალური ემისიები მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს ბევრისთვის იმის მანიშნებელი აღმოჩნდა, თუ რამდენად ვაბინძურებთ ადამიანები ჰაერს.

NASA-ს მიხედვით, ნახშირბადის გარდა აზოტის დიოქსიდის გლობალურმა ემისიამ 20%-ით დაიკლო. ამხელა ვარდნა ბევრისთვის გასაოცარი აღმოჩნდა.

"რაღაც გაგებით, [ემისიების] ასეთი შემცირებით გაოცებული ვიყავი", — ამბობს NASA-ს მკვლევარი კრისტოფ კელერი. "ბევრმა ქვეყანაში აზოტის დიოქსიდის ემისიებმა ბოლო ათწლეულების მანძილზე ისედაც იკლეს".

ჰაერის დაბინძურების პანდემიამდელ მაჩვენებლებთან შედარება გარკვეულწილად პრობლემურია, რადგან დაბინძურება ცვალებადია. ამიტომ, NASA-ს მკვლევრებმა შექმნეს მოდელი, რომელიც წინასწარმეტყველებს თუ როგორი იქნებოდა ემისიები წელს, პანდემია რომ არ დაწყებულიყო.

მსოფლიოს მასშტაბით, პრევენციული ზომები რომ არ მიეღოთ, ბევრ დიდ ქალაქში აზოტის დიოქსიდის ემისიები 20-50%-ით მეტი იქნებოდა.

აზოტის დიოქსიდის ემისიები დიდწილად წიაღისეული საწვავის (ქვანახშირი, გაზი, ნავთობი) წვითაა გამოწვეული. ქალაქებში ამ დაბინძურების ძირითადადი წყარო მანქანებია. შესაბამისად გასაკვირი არაა, რომ ავტოტრანსპორტით გადაადგილების შემცირებით, ბევრგან აზოტის დიოქსიდის ემისიებმაც იკლო.