შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, უწყების ცნობით, 14 ნოემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, თავის საცხოვრებელ სახლში აღნიშნულმა პირმა თანასოფლელი სანადირო თოფით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.