აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ორბელიანის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. როგორც აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახელმწიფო მდივნისთვის სასიამოვნო იყო ისტორიულ სასახლეში შეხვედრა, სადაც ადრე აშშ-ის საელჩო იყო განთავსებული.

"შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა შეერთებული შტატების სახელით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება დაადასტურა და გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ქვეყნის მიმართ პატივისცემა გამოხატა", — ნათქვამია განცხადებაში.

ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პომპეო თბილისში გუშინ, 17 ნოემბერს საღამოს ჩამოფრინდა და ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და პატრიარქ ილია მეორეს, თუმცა მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებია და მხოლოდ აშშ-ის საელჩოს განცხადებები გავრცელდა.

შეხვედრა არ გამართულა ოპოზიციასთან. რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები სახელმწიფო მდივანს მდუმარე აქციით დახვდნენ.

გაიგეთ მეტი პომპეოს ვიზიტზე: