ტომი და ჯერი ეკრანებს უბრუნდება — ნახეთ ფილმის ტრეილერი
ვინ თქვა, ტომი და ჯერი დაბერდნენო? ნურას უკაცრავად. დაუძინებელი მტერი იმას ნიშნავს, რომ იგი მართლაც არასდროს იძინებს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ერთი თაგუნა თვალში მეტისმეტად არ მოსდის.
ფილმს, რომელიც დიდ ეკრანზე მომავალ წელს გამოვა, უკვე მოუთმენლად ელოდებიან ერთგული გულშემატკივრები. ახლადგამოსულმა ტრეილერმა კი მოლოდინი კიდევ უფრო გაამძაფრა და ინტრიგის კვალი დატოვა. როგორც ჩანს, განუყრელი მტრეგობრები ახალ, დიდ თავგადასავალსა და, ტრადიციულად, კომიკურ სიტუაციებში კვლავ ეხვევიან.
ფილმის პრემიერა 2021 წლის 5 მარტსაა დაგეგმილი. მხატვრულ ფილმში ყველა მსახიობი, გარდა ცხოველებისა, რეალურია — ანიმაციურ გმირებად მხოლოდ ტომი, ჯერი და სხვა ცხოველები რჩებიან.
"ყველა ადამიანის საყვარელმა კატამ და თაგუნამ დიდი გზა გამოიარეს მსოფლიოში და, როგორც იქნა, ნიუ-იორკშიც ჩამოვიდნენ", — აცხადებს Warner Bros. ფილმის ოფიციალური ტვიტერის ანგარიშის საშუალებით.
ნიუ-იორკში მოხვედრა რომ ათას ხიფათს უკავშირდება, ეს კევინ მაკალისტერმა კარგად გვასწავლა. ამჯერად, ნიუიორკულ სასტუმროს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი ქორწილი იგეგმება, ჯერი სტუმრობს, გაცეცხლებული მეპატრონე კი მის მოსაშორებლად ახალ თანამშრომელს, კაილას, ქირაობს, რომლის როლსაც ქლოი მორეცი ასრულებს. კაილა პრობლემის მოგვარებას უაპელაციოდ გადაულოცავს კატას, რომელიც, გაგიკვირდებათ, ტომი აღმოჩნდება. და, აი, აქ კლასიკური კატათაგვობანაც იწყება.
"ტომი და ჯერის ანიმაციას, რაც თავი მახსოვს, სულ ვუყურებდი. ჩემს ოჯახში იგი ყოველთვის გამორჩეულ შოუს წარმოადგენდა და ჩვენც ძალიან გვიყვარდა მის საყურებლად ეკრანის წინ შეკრება", — აღნიშნავს მორეცი.
მისივე თქმით, გადაღებებისას ყველაზე დიდ სირთულეს "არაფერთან საუბარი" წარმოადგენდა, რადგან ტომიც და ჯერიც, როგორც აღვნიშნეთ, ანიმაციურ გმირებად გვევლინებიან.
ფილმში ასევე მონაწილეობენ კოლინ ჯოსტი, კენ ჯანი, მაიკლ პენა და რობ დელენი, კინოსურათის რეჟისორი კი ტიმ სტორია. ეს იქნება პირველი შემთხვევა 1992 წლის შემდეგ, როცა ფილმი ტომი და ჯერის მონაწილეობით, დიდ ეკრანზე გამოვა. მიუხედავად იმისა, რომ დათქმულია პრემიერის თარიღი, მან შესაძლოა, გადაიწიოს, რადგან ამჟამად აშშ-სა და ევროპაში კინოთეატრები კვლავ დახურულია.
-
გადახედვაGeorgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს Georgian Airways, ევრო 2024-ზე დასწრების მსურველებისთვის, გერმანიის მიმართულებით, პირდაპირ ფრენებს შეასრულებს
-
გადახედვაორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა ორსულების დიეტა ნაყოფის სახის მახასიათებლებზე მოქმედებს — კვლევა
-
გადახედვაComcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე Comcom-მა დათვალა, რამდენმა ადამიანმა უყურა საქართველო-საბერძნეთის მატჩს პირველ არხზე
-
გადახედვანახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან ნახეთ: როგორ ჩანს დედამიწაზე სეზონების ცვლილება კოსმოსიდან
-
გადახედვასომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა სომხეთში სოლოვიოვის პროპაგანდისტული გადაცემების ტრანსლირება აიკრძალა
-
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას
-
გადახედვაბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს ბჟანიას გადადგომის მოთხოვნით სოხუმში აქტივისტი შიმშილობს
-
გადახედვაჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა ჯიფსი როუზი ციხის დატოვებიდან 3 თვის შემდეგ განქორწინდა
-
გადახედვათბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში შრომითი უფლებების დარღვევა გამოვლინდა - კულტურის პროფკავშირი
-
გადახედვადედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი დედაჩემის იპოთეკა დავფარე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო — სიდნი სვინი
-
გადახედვავენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა ვენერაზე სიცოცხლის "საშენი მასალის" არსებობა შესაძლებელია — კვლევა
-
გადახედვაფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია ფრანგული კომპანიისგან ნაყიდი პირველი სამაშველო ვერტმფრენი H 145 უკვე საქართველოშია
-
გადახედვაბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა ბაკურიანში, ზვავში მოყოლილი ადამიანის სამძებრო-სამაშველო ოპერაცია განახლდა
-
გადახედვაინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს ინფოგრაფიკა: პრინციპები, რომელსაც მოსამართლე უნდა ეყრდნობოდეს
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
-
კომენტარები