21-ე საუკუნეში მშობლობა ადვილი როდია — სამყარო, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, შვილის გარშემო ტრიალებს. ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება, როცა ბავშვი სკოლაში მიდის, სწორედ აქ იწყება დაუსრულებელი მშობელთა კრებები, შვილის კლასელების მშობლებთან შესარიგებლად სირბილი, დავალებების გაკეთებაში უღერღილო დახმარება და რაც მთავარია — ბავშვების დილაადრიან სკოლაში მიყვანა.

ზოგჯერ, საქმე მოითხოვს, ბავშვი გვერდზე გადადო, ან, შეიძლება ითქვას, მოისროლო, რათა სამსახურში მისვლაც მოასწრო. სწორედ ამიტომ, საფრანგეთის ერთ-ერთმა სკოლამ საკუთარი მოსწავლეების მშობლებს მოუწოდა, შეწყვიტონ ბავშვების სკოლის ღობიდან სროლა.

ქალაქ ავინიონის ერთ-ერთმა დაწყებითმა სკოლამ მშობლებს მოუწოდა, ნუ გატყორცნიან საკუთარ შვილებს სკოლის 1,8-მეტრიანი მესრიდან, როცა ისინი აგვიანებენ. სკოლის ადმინისტრაციამ გამაფრთხილებელი წარწერები მესერსა და ჭიშკარზე გამოაკრა.

ფოტო: La Provence

"ყურადღება: ფრთხილად!", — წერია ნიშანზე, — "მე არ ვისვრი ჩემს შვილებს ჭიშკრიდან. ნაცვლად ამისა, მოვდივარ დილის 10 საათსა და ნაშუადღევის 3 საათზე, როცა ჭიშკარი იღება".

ადგილობრივი გამოცემა, La Provence-ის ცნობით, სკოლის უფროსი მასწავლებელი, სანაა მეზიანი ამბობს, რომ დაიღალნენ "უპასუხისმგებლო" მშობლებთან გამკლავებით, რომლებიც აგვიანებენ და ბავშვებს პირდაპირ ღობიდან ისვრიან.

"ასეთი შემთხვევა ძალიან ხშირად არ ყოფილა, თუმცა პრეცედენტის არსებობის შემთხვევაშიც, გადაწყვიტეთ, თავიდან ავიცილოთ მისი განმეორება", — აცხადებს მეზიანი, — "მშობლები, რომლებსაც შვილები სკოლაში გვიან მოჰყავთ, ბავშვებს ტყორცნიან, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით".