ზუგდიდში ქალი პატრულის თანამშრომლის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე საუბრობს. ამის შესახებ ია ბიგვავამ საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაპოსტა. როგორც ია ბიგვავამ On.ge-სთან საუბრისას განაცხადა, სურს, რომ პოლიციელმა ბოდიში საჯაროდ მოუხადოს.

პოსტში ბიგვავა წერს, რომ პატრულის თანამშრომელმა ჯერ საზოგადოებრივი ტრანსპორტით პირბადის გარეშე მგზავრობის გამო 20 ლარით დააჯარიმა, მოგვიანებით კი, ფეისბუქით მოძებნა და მიწერა.

ქალმა აღნიშნა, რომ თანამშრომლის სამსახურიდან გაშვებას არ მოითხოვს და არც საჩივრის შეტანას აპირებს, მაგრამ სურს, რომ ბოდიში მოუხადოს.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გენ.ინსპექცია ია ბიგვავას უკვე დაუკავშირდა და თემაზე მოკვლევა დაწყებულია. აღნიშნული თავად ბიგვავამაც დაადასტურა და განაცხადა, რომ გენ.ინსპექციის პასუხის თანახმად, თუ საჭირო გახდება, დაუკავშირდებიან.