BIAFF 2020 — ონლაინ კინოფესტივალის პროგრამა და ფილმების ნახვის ინსტრუქცია
წელს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF 2020 პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებიდან გამომდინარე ონლაინ ფორმატში ტარდება. ფესტივალი 15 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით წარიმართება, BIAFF-ის საიტზე კი შეგიძლიათ, ნახოთ კინოფესტივალის ფილმების სია, ჟიურის შემადგენლობა და კატალოგი.
ქვემოთ მოცემულია დეტალური ინფორმაცია, თუ რა პერიოდშია შესაძლებელი ფილმების ნახვა და როგორ უნდა ნახოთ ისინი ფესტივალის პარტნიორ ონლაინ პლატფორმებზე:
1. www.festivalscope.com — აქ განთავსდება ფესტივალის მხატვრული და დოკუმენტური კონკურსის, "დიდოსტატთა კოლექციის" და "ქართული პანორამის" ორი ფილმი. ფილმებზე წვდომისთვის საჭიროა:
- რეგისტრაცია — მარტივი რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეძლებთ საიტზე შესვლას და ფესტივალის ფილმების ნახვას. #BIAFF კინოფესტივალის ფილმები განთავსებულია ამ ბმულზე. 2-3 ფილმი დაემატება 16-17 ნოემბერს.
- FESTIVALSCOPE-ზე ფილმების ნახვა ლიმიტირებული იქნება — თითო ფილმს ნახავს მაქსიმუმ 500 მაყურებელი. ფილმის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში.
- FESTIVALSCOPE-ზე ფილმის ნახვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი — თითოეული ფილმის ნახვა (ე.წ. "არენდა", "გამოწერა") შეგიძლიათ 5 დღით და ამ 5 დღის ფარგლებში თქვენ გაქვთ 30-საათიანი შუალედი ფილმის სანახავად. სხვაგვარად თუ ვიტყვით, თუ ფილმის ნახვისთვის დააჭერთ ღილაკს PLAY, ამ მომენტიდან 30 საათის ფარგლებში შეძლებთ იმ კონკრეტული ფილმის ნახვას. შესაბამისად, აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს დეტალები სანამ ფილმების "გამოწერას", ნახვას დაიწყებდეთ.
2. www.vimeo.com — ამ პლატფორმაზე განთავსდება ფესტივალის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ფილმები და „ქართული პანორამის“ ერთი ფილმი.
- მოკლემეტრაჟიანი ფილმების სანახავად გადადით ამ ბმულზე და შეიყვანეთ პაროლი: biaff2020. პაროლის შეყვანის შემდეგ გადადიხართ BIAFF კინოფესტივალის ფილმების პროგრამაზე და შეგიძლიათ, ნახოთ იქ განთავსებული ფილმები;
- ფილმის კახეთის მატარებელი (სექცია "ქართული პანორამა") სანახავად გადადით ამ ბმულზე და შეიყვანეთპაროლი: liraproductionstudios777
- VIMEO-ზე განთავსებული ფილმების ნახვა ნებისმიერ ლოკაციიდან (ქვეყანაში) არის შესაძლებელი;
- ფილმების ნახვა შესაძლებელი იქნება უფასოდ ორივე პლატფორმაზე და ფილმებს აქვს ქართული სუბტიტრები.
3. COVIDEO კინოფესტივალის სპეციალური სექცია (კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები) შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის Facebook გვერდზე.
ონლაინ პლატფორმაზე ფილმების ნახვასთან დაკავშირებული კითხვები შეგიძლიათ მიიწეროთ BIAFF-ის Facebook გვერდზე ან ფესტივალის ელ. ფოსტაზე [email protected].
კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან ქალაქ ბათუმის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი; საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ბათუმის დრამატული თეატრი, ბათუმის თოჯინების თეატრი, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო და ფრანგული ინსტიტუტი.
კინოფესტივალის სპონსორები არიან კინოთეატრი აპოლო, კომპანია ჯპს, სასტუმრო O.Galogre Boutique Hotel, სასტუმრო DOWNTOWN, ტურკომპანია ვანდერლენდი, შპს ბათუმის ავტოტრანსპორტი და შპს Legal Consulting Center.
კინოფესტივალის მედიაპარტნიორების სიაში კი შედიან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ, ფაბლისითი ჯგუფი, ჟურნალი ინდიგო, ჟურნალი კინო, Cinemania, AT.GE, ON.GE, Film New Europe, Cineuropa.org, გაზეთი ბათუმელები და netgazeti.ge.
ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება ფესტივალის ვებსაიტიდან და Facebook გვერდიდან შეგიძლიათ.
ამავე თემაზე:
- BIAFF 2020 — ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობა ცნობილია.
- BIAFF 2020 — ნახეთ ინდუსტრიულ პლატფორმა "ალტერნატიული ტალღაზე" შერჩეული პროექტები.
- BIAFF 2020 — ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული და დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექცია.
- BIAFF 2020 — COVIDEO სექციის მოკლემეტრაჟიანი ფილმები და აუდიტორიის პრიზი.
- BIAFF 2020 — ბათუმის კინოფესტივალი პანდემიის გამწვავების გამო გადაიდო.
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვამდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
გადახედვაკობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს კობახიძე: ძალიან მნიშვნელოვანია სპორტის მხარდაჭერა, მადლობა ამისთვის ქართუს და პირადად ბატონ ბიძინა ივანიშვილს
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვაფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს ფონდი ქართუ საფეხბურთო ნაკრებს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, 30 მილიონ ლარს გადასცემს
კომენტარები