როგორ ფორმირდება სიზმრები ჩვენს ტვინში — რა რატომ ხდება
ყოველ ღამით ჩვენ ორი საათის განმავლობაში მაინც ვნახულობთ სიზმრებს, თუმცა ამის მიუხედავად, ეს პროცესი მაინც იდუმალებითაა მოცული. ნეირომეცნიერებს იმის ახსნის საშუალება, თუ რატომ გვესიზმრება რაიმე, მხოლოდ გასულ ათწლეულებში მიეცათ, როცა ტექნოლოგიების განვითარების კვალდაკვალ ტვინის აქტივობის ჩაწერა და ვიზუალურად გადმოცემა შევძელით. თუმცაღა ძილში მოვლენილი ინტერლუდიები, ერთი შეხედვით, სიფხიზლის დროს განცდილ მენტალურ პროცესებს უკავშირდება, მკვლევრები კვლავ ცდილობენ, გაიგონ, როგორ ვნახულობთ ბურანში გახვეული უჩვეულო სცენარებსა და მოვლენებს. ამ ილუსტრაციით წარმოდგენილია, სად და როგორ ფორმირდება ჩვენი ღამეული ზმანებები და სიზმრის რომელ მახასიათებელს განაპირობებენ ისინი.
ა. მოგონება
სიზმრები ტვინის უჯრედებს შორის კავშირისას საგანგებოდ შენახულ მოგონებების სკივრს თავს ხდიან. მათი ფორმირება ჰიპოკამპუსის საშუალებით ხდება — იგი ღამით ნეირონებს შენახული ინფორმაციის გასახსენებლად მიმართავს, ამდენად ნეირონებს ხელში, შესაძლოა, ის მოგონება შერჩეთ, რომელიც დალექილია და ჩვენ დავიწყებულიც კი გვგონია. სწორედ ასე იჟღინთება ირეალური რეალურით — თუმცა ეს იმის ახსნა არაა, რატომ იცვლის ფორმას სინამდვილე ზმანებაში.
ბ. წარმოსახვა
სწრაფი, იგივე თსმ-ძილის ფაზაში ჩვენი ყველაზე ცოცხალი წარმოდგენები იჩენს თავს. ამ დროს ტვინის ის უბნები აქტიურდება, რომლებიც მოძრაობასა და ოპტიკური ინფორმაციის გაანალიზებაზე არიან პასუხისმგებელნი. სავარაუდოდ, სწორედ ესაა მიზეზი, რატომ "ვხედავთ" და "ვმოძრაობთ" ძილში. მიუხედავად ამისა, გაურკვეველია, რა იწვევს ამ უბნების გააქტიურებას.
გ. გრძნობა
ნუშის ფორმის ამიგდალა ისეთ განცდებს ავითარებს, როგორიცაა შიში, მრისხანება და შფოთვა. ის და სხვა ემოციების მაკონტროლებელი უბნები თსმ-ძილის ფაზის დროს განსაკუთრებით აქტიურდებიან, რაც იმას ხსნის, რატომ არის ძილში განცდილი უფრო მძაფრი — მაგალითად, კოშმარი.
დ. გადაწყვეტა
მიუხედავად მათი ქაოსური ბუნებისა, სიზმრები მაინც შეიცავს ნაწილობრივ რაციონალურ ფიქრებს, რაზეც პასუხისმგებელი ის უბნებია, რომლებიც ცნობიერებას განკარგავენ. სარტყლისებრი ქერქის წინა ნაწილი, რომელიც ტვინის ცენტრში მოთავსებული ნახევარწრეა, მოქმედებისკენ ბიძგსა და გადაწყვეტილების მიღებაზე ახდენს გავლენას. როგორც აღმოჩნდა, ზოგჯერ ისინი თავის სამუშაოს მაშინ იწყებენ, როცა გვძინავს.
ე. გაქცევა
თსმ-ძილის ფაზის დროს, ნეირომეცნიერები ხედავენ, როგორ ითრგუნება დორსალატერალური ფრონტალური ქერქი, რომელიც ისეთ ფუნქციებს იღებს თავის თავზე, როგორიც ყურადღების მიპყრობა, პრობლემების გადაჭრა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარებაა. ალბათ სწორედ ეს ფენომენი ხსნის, რატომ ვერ ვაანალიზებთ სიზმარში, რომ გვძინავს, თუმცაღა სრულიად ირეალური სიუჟეტების მომსწრე ვართ.
სიზმრებში ხშირად იჩენს თავს შფოთვა, რაც არაერთ ფაქტორს, მათ შორის ადიქციას უკავშირდება. Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები