პროფესიით კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალისტი, დავით ბილიხოძე იგივე ბილლი, სულ 2 წელია რაც ფოტოგადაღებით არის გატაცებული და მის ანგარიშზე უკვე რამდენიმე, საკმაოდ საინტერესო და წარმატებული ფოტოპროექტია.

ის საზოგადოებას აქტიურად უზიარებს ახალ ნამუშევრებს ფეისბუქ გვერდის საშუალებით, რასაც ყოველთვის დიდი გამოხმაურება და დადებითი შეფასება აქვს. მათ შორის არის 12 თვე, რომელსაც ის ასე აღწერს - ეს არის ჩემი ცხოვრების ეტაპები, თოვლიანი, მზიანი, ცხელი, ცივი, ქარიანი, მშვიდი, ბნელი და აღმოჩენილი.

ახალი პროექტი, რომელსაც ავტორი მოფერებით თბილისის ცათამბრჯენებს ეძახის, მკითხველისათვის ასევე საინტერესო იქნება, რადგან ფოტონამუშევრებთან ერთად საშუალება გეძლევათ, თბილისის 5 ყველაზე მაღალი შენობის შესახებ სრული და ამომწურავი ინფორმაცია გაიგოთ.

წარმოგიდგენთ ბილლის ახალ პროექტს:

ჰოლიდეი ინ თბილისი

ფოტო: დავით ბილიხოძე

  • სიმაღლე მიწის ზემოთ - 70 მეტრი
  • სართული - 21
  • მთლიანი ფართი - 20 000 მ.2
  • პარკინგი - 170 მანქანა
  • მშენებლობის ხანგრძლივობა - 24 თვე

სასტუმრო რადისონ ბლუ ივერია

  • სიმაღლე მიწის ზემოთ -86 მეტრი
  • სართული - 19 (მიწისქვეშ 3)
  • მთლიანი ფართი - 31 000 მ.2
  • პარკინგი - 60 მანქანა
  • მშენებლობის ხანგრძლივობა - 27 თვე

ქინგ დეივიდ რეზიდენსი

ფოტო: დავით ბილიხოძე

  • სიმაღლე მიწის ზემოთ - 115 მეტრი
  • სართული - მაღალი კოშკი - 31, დაბალი კოშკი 19
  • მთლიანი ფართი - 81 177 მ.2
  • პარკინგი - 480 მანქანა
  • მშენებლობის ხანგრძლივობა - 60 თვე

ბილტმორ თბილისი

  • სიმაღლე მიწის ზემოთ - 138 მეტრი
  • სართული - 32
  • მთლიანი ფართი - 45 000 მ.2
  • პარკინგი - 100 მანქანა
  • მშენებლობის ხანგრძლივობა - 32 თვე

აქსის თაუერსი

ფოტო: დავით ბილიხოძე

  • სიმაღლე მიწის ზემოთ - 147 მეტრი
  • სართული - მიწისზედა 37, მიწისქვეშა 4
  • მთლიანი ფართი - 103 000 მ2
  • პარკინგი - 526 მანქანა
  • მშენებლობის ხანგრძლივობა - 14 თვე