ლონდონში ცაში გამოკიდებული აუზის მშენებლობა სრულდება
თანამედროვე და მდიდრული სახლებისთვის აუზი აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს. აუზების ფორმა, სიდიდე და მდებარეობა ადამიანების სურვილებისდა მიხედვით განსხვავდება — უმეტესობა ამჯობინებს, საცურაო გუბურა უკანა ეზოში, სახლის სტუმრებისთვის დამალულ ადგილას მოაქციოს და მესერშემოვლებულ აუზში მშვიდად ინებივროს. თუმცა პირადი სივრცე ყველასთვის როდი საჭიროებს მალულობას — ზოგს ურჩევნია, მთელი ქალაქის და რაც მთავარია, მეზობლების გულის დასახეთქად კორპუსიდან კორპუსზე გადებულ მინის აუზში იცურაოს.
ლონდონში მშენებარე ერთ-ერთი აუზი სწორედ ასეთია — ერთი შეხედვით, ცაში გამოკიდებული მინის კონსტრუქცია უკვე დასრულებულ სახეს იძენს. მისი გახსნა 2020 წლის ზაფხულისთვის იგეგმებოდა, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო. მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით ზუსტი თარიღი უცნობია, გავრცელებული ცნობით, აუზი დამთვალიერებლებს გაზაფხულისთვის მიიღებს.
აკრილის მინისგან დამზადებული აკვარიუმის სტილის კონსტრუქცია მსოფლიოში პირველი გამჭვირვალე "ცის აუზია" და იგი 148 000 ლიტრ წყალს იტევს. მასში მოცურავე ადამიანები, გარდა აუზში ნებივრობისა, ინგლისის დედაქალაქის ხედებით დატკბობასაც შეძლებენ.
შთამბეჭდავი 25 მეტრი სიგრძის მქონე აუზი მიწის ზედაპირიდან 35 მეტრის სიმაღლეზეა გამოკიდებული და ლონდონის ახლადშექმნილი სამეზობლოს მშვენებას წარმოადგენს. ამ ეტაპისთვის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, იმ იმედით, რომ საზეიმო გახსნას რამდენიმე თვეში შეძლებენ. ამ აუზში, დიდი ალბათობით, ჩვენ ვერასდროს მოვხვდებით, მაგრამ ოცნებას კაცი არ მოუკლავს.
სამწუხაროდ, აუზში ეს მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა ახალ სამეზობლოში ბინას შეიძენთ. ამდენად, თუკი თქვენი დანაზოგი ამ დროისათვის მინიმუმ $730 ათასს შეადგენს (ან თუ პენტჰაუსი გსურთ — $6 მილიონს), შეგიძლიათ, თამამამად წარმოიდგინოთ საკუთარი თავი ამ აუზში.
აუზს, რომელიც, როგორ უკვე აღვნიშნეთ, ზაფხულისთვის უნდა გახსნილიყო, ცნობისმოყვარედ ადევნებენ თვალს მეზობელი კორპუსების მობინადრეები. მათ თვალწინ მოთავსდა აუზი ადგილზე მსოფლიოში უდიდესი ამწეს საშუალებით, რომელსაც ერთბაშად 750 ტონის აწევა შეუძლია. დამამზადებლების თქმით, აკრილის მინის კონსტრუქციამ არაერთი ჰიდროსტატიკური გამოცდა გაიარა, რათა მისი უსაფრთხოება შემოწმებულიყო. ამდენად, იგი 20-ჯერ უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მინის ჩვეულებრივი საფეხმავლო კონსტრუქციები და ხიდები.
"ცის აუზის შექმნის სურვილი იმ მოტივით გამიჩნდა, რომ გამერღვია კონსტრუქტირებისა და ინჟინერიის შესაძლებლობები", — ამბობს ამბიციური პროექტის შემოქმედი, შონ მალრაიანი, — "მსურდა, ისეთი რამ გამეკეთებინა, რაც აქამდე არ შექმნილა. ცის აუზის გამჭვირვალე კონსტრუქცია ბოლო ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროგრესის შედეგია. აუზში ბანაობა კი მართლაც გამორჩეული იქნება — თითქოს, ჰაერში, ცენტრალური ლონდონის თავზე ლივლივებ".
თუმცა სამეზობლოში გადასვლისას მხოლოდ ლონდონის ცაში ლივლივს არ შეძლებთ. როგორც დეველოპერული კომპანია აცხადებს, ახალმობინადრეებს კორპუსში დახვდებათ შიდა აუზი, სპორტდარბაზი, ლაუნჯი, საკონფერენციო და სამუშაო სივრცეები და სპა.
ეს ერთი და სხვა მრავალი — სულ მცირე ხანში ცაში გამოკიდებული აუზები, შესაძლოა, ჩვეულ სანახავად იქცეს და მაშინ, როცა იფიქრებთ, რომ წვიმს, ჯერ ცაში აიხედავთ — იქნებ, თქვენი მეზობელი ჭყუმპალაობს გიგანტურ აკვარიუმში.
სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
კომენტარები