დღეს მთავრობის წარმომადგენლებისა და ჯანდაცვის სფეროს ექპერტების შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მობილობის შემცირების მიზნით საჭიროა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები. ასევე, ხაზი გაესვა იმას, რომ საყოველთაო "ლოკდაუნი" არ იგეგმება.

როგორც მთავრობაში კიდევ ერთხელ აღნიშნეს, იმისთვის, რომ ჰოსპიტალური სეტქორი არ გადაიტვირთოს, საჭიროა, კლინიკებში მხოლოდ მძიმე პაციენტების გადაყვანა, ხოლო მსუბუქი პაციენტების ბინაზე სამკურნალოდ დატოვება.