საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, კახი კალაძე მიიჩნევს, რომ მთავრობამ გაზპრომთან ხელშეკრულებით სწორი და რაციონალური ნაბიჯები გადადგა. ამის შესახებ მან რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ მოსახლეობამ გვანდო ქვეყნის მართვა და სწორედ იმიტომ აგვირჩია, რომ ყველა დეტალის გათვალისწინებით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ მანდატით აღჭურვილებს მიგვეღო შეიძლება რთული მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებები,“ - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ქვეყანამ შეინარჩუნა ენერგოუსაფრთხოების იგივე ხარისხი, სატრანზიტო ფუნქცია და სტაბილური განვითარება. მინისტრის განმარტებით, შეიცვალა მხოლოდ გადახდის ფორმა.

კალაძის ბრიფინგის პარალელურად მთავრობის კანცელარიასთან აქცია - არა გაზპრომს! მონაწილეები იკრიბებოდნენ.