დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორსა და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძესა და მის ცოლს, ანა თოფურიას კორონავირუსი დაუდასტურდათ. როგორც კლინიკაში ამბობენ, მათი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია და სახლში მკურნალობენ.

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები. შესაბამისად, სტაციონარში ყოფნას არ საჭიროებს და ის სახლში მკურნალობს", — ნათქვამია ცერცვაძეზე განცხადებაში.

პანდემიის დაწყების დღიდან თენგიზ ცერცვაძე კორონავირუსის მართვის პროცესში ჩაერთო, როგორც კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელი. სწორედ მისი ხელმძღვანელობით დგინდება და განისაზღვრება ვირუსის მართვისა და მკურნალობის პროტოკოლები.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 117 ახალი შემთხვევა და გარდაიცვალა 45 ადამიანი. დღეის მონაცემებით, სულ ქვეყანაში ინფიცირებულია 85 952 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: