სომხეთის პრეზიდენტი პრემიერს გადადგომისკენ და ვადამდელი არჩევნებისკენ მოუწოდებს
სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის განცხადებით, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად პრემიერმინისტრი უნდა გადადგეს და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. 16 ნოემბერს საღამოს მიმართვის დროს მან განაცხადა, რომ არაერთ პოლიტიკურ ძალას ესაუბრა.
"შეხვედრების მონაწილეთა უმრავლესობა თანხმდება ერთ საკითხზე: პრემიერმინისტრის გადადგომა ან მისთვის საქმიანობის შეწყვეტა კონსტიტუციის შესაბამისად და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები", — განაცხადა პრეზიდენტმა.
არჩევნებისთვის მომზადების პერიოდში, სარქისიანი ამბობს, რომ ძალაუფლება უნდა გადაეცეს ეროვნული თანხმობის მაღალკვალიფიციურ მთავრობას, თუმცა ვინ უნდა შევიდნენ ამ მთავრობაში, მან არ დაასახელა.
ერთ კვირაზე მეტია, რაც სომხეთში მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო შეთანხმების გამო აქციები არ წყდება. მოსახლეობის ნაწილი პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ღალატში ადანაშაულებს, ოპოზიცია კი მის გადადგომას მოითხოვს.
9 ნოემბერს გვიან ღამით რუსეთის შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა, სომხეთის პრემიერმინისტრმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა მოაწერეს.
სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, აღდამის რეგიონი აზერბაიჯანს 20 ნოემბრამდე უნდა დაუბრუნდეს. 15 ნოემბრამდე აზერბაიჯანს გადაეცემა ლაჩინის რეგიონი. გარდა ამისა, მთიან ყარაბაღში ბრუნდებიან დევნილები. ლაჩინის რეგიონში 5 კილომეტრი სიგანის დერეფანი შეიქმნება. დერეფანი მთიან ყარაბაღსა და სომხეთს დააკავშირებს ერთმანეთთან, არ შეეხება ქალაქ შუშას (შუშის) და რუსეთის სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ იქნება. ლაჩინის დერეფანში 1 960 რუსი სამხედრო, 90 ჯავშანტრანსპორტიორი და 380 ერთეული საავტომობილო და სპეციალური ტექნიკა განლაგდება.
რუსეთის სამშვიდობო მისია ლაჩინის რეგიონში ხუთი წლით დარჩება და მათი იქ ყოფნის ვადა ავტომატურად გაგრძელდება, თუ ვადის ამოწურვამდე ექვსი თვით ადრე რომელიმე მხარე აღნიშნული რეჟიმის გაუქმებას არ მოინდომებს.
მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება სომხეთში კაპიტულაციად აღიქვეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ერევნისგან განსხვავებით, ბაქოში შეთანხმებას სიხარულით შეხვდნენ.
ამავე თემაზე:
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები