საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, 2020 წლის ოქტომბერში საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 314,9 ლარს შეადგენს. საქსტატის მიხედვით, ეს მონაცემი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, 8,6 ლარით არის შემცირებული. მიმდინარე წლის სექტემბერთან შედარებით კი საარსებო მინიმუმი ოქტომბერში 6,3 ლარით არის გაზრდილი.

სხვადასხვა ჯგუფის მიხედვით, სექტემბრის თვეში საარსებო მინიმუმის მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

  • შრომისუნარიანი ასაკის კაცის საარსებო მინიმუმი — 187,7 ლარი;
  • საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი — 166,3 ლარი;
  • საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი — 314,9 ლარი;
  • ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი — 166,3 ლარი;
  • ორსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი — 266 ლარი;
  • სამსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი — 299,3 ლარი;
  • ოთხსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი — 332,5 ლარი;
  • ხუთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი — 374,1 ლარი;
  • ექვსსულიანი და მეტი ოჯახის საარსებო მინიმუმი — 442,3 ლარი.

ფოტო: საქსტატი

საქსტატში, ასევე, აღნიშნავენ, რომ 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.

2004 წლამდე საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლების გაანგარიშებას ახორციელებდა სხვა მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. საქსტატი 2004 წლამდე და 2004 წლის შემდგომი პერიოდისათვის გაანგარიშებულ მონაცემებს შორის სხვაობას აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილებით ხსნის.